აბაშიძე: კარასინთან გამართულმა მოლაპარაკებებმა პრაღაში რეალური შედეგი გამოიღო

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიალოგის ამ ფორმატის წყალობით ქვეყნებმა სავაჭრო-სატრანსპორტო ურთიერთობები მოაგვარეს, აღნიშნა დიპლომატმა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, იუწყება РИА Новости.

ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს >>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. 2012 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში, სადაც ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხები განიხილება.

„კომუნიკაციის არხი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ჩვენს შორის არ არსებობს დიპლომატიური, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ფორმატი და ორმხრივი დიალოგის ფორმატი, ე.წ. პრაღის ფორმატი, სადაც სავაჭრო, ჰუმანიტარული საკითხები განიხილება. ამ ფორმატმა რეალური შედეგები მოგვიტანა“, - განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ.

მისი თქმით, ფორმატის არსებობის პერიოდში რუსეთში 1,6 მილიარდი დოლარის პროდუქციაა გატანილი.

ახალი დაძაბულობა

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე: „იმედი მაქვს საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ იქნება"

მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს. ამ ყველაფრის შედეგად საქართველოს სასტუმროებში მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რაოდენობა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზარალმა შეიძლება 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0