ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ−მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს არა მარტო მთავრობამ, არამედ მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ, მთლიანად საზოგადოებამ და თითოეულმა მოქალაქემ.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო და რუსეთი  განწყობილები არიან, რომ შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლებში იყო მიღწეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით, განაცხადა საქართველოს პრემიერ−მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე: „იმედი მაქვს საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ იქნება"

აღნიშნული განცხადება აბაშიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან თბილისში მიმდინარე  ბოლო მოვლენები განიხილა.

„ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლების მანძილზე იყო მიღწეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით და ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს უამრავი ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, რათა დაძაბულობის გრადუსი ქვეყანაში კიდევ მეტად არ აიწიოს.

პრემიერ−მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პასუხსიმგებლობა უნდა გამოიჩინოს არა მარტო მთავრობამ, არამედ მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ, მთლიანად საზოგადოებამ და თითოეულმა მოქალქემ.

„სახელმწიფოს მშენებლობისთვის მარტო თავისუფლების გრძნობა არაა საკმარისი. პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ახლა სწორედ ის მომენტია, როცა ჩვენ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ეს პასუხისმგებლობა“, — აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ხელახლა გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ეწვია და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა შეკრებილებს.

ყველა ახალი ამბავი
0