თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა სუბსიდიები გამოყოს ტრანზიტულ ავიარეისებზე, რათა უცხოეთში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს სამშობლოში დასასვენებლად ჩამოსვლაში დაეხმაროს, განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
საუბარია 600-600 ათასი ევროს გამოყოფაზე ბრიუსელიდან და ლონდონიდან პირდაპირ, ხოლო რუსეთიდან სომხეთის გავლით ტრანზიტულ ფრენებზე თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. ხელისუფლება მზადაა, დაახლოებით 90 ევრო გამოყოს ქვეყანაში ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე.
ავიაკომპანიამ, რომელიც სუბსიდიის მიღებას მოისურვებს, მინიმუმ ორი ტრანზიტული რეისი უნდა შეასრულოს კვირაში თითოეულ აეროპორტში.
„საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში... ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული [აქ] გაატაროს... მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, მათ გვერდში ამოვუდგეთ. მით უმეტეს, როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავიარეისების სტიმულირების პროგრამაში ჩართვა ყველა ავიაკომპანიას შეუძლია. ამ დროისათვის შეთანხმება არც ერთ კომპანიასთან არ არის გაფორმებული.