დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

© Pixabay / ddimitrovaჩიტები ხის ტოტზე
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოაწესრიგეთ ყველაფერი - დღეს ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. გაარკვიეთ, რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება და რისი გადადება შეგიძლიათ სამომავლოდ. გექნებათ შანსი, საქმიანი საკითხები მცოდნე ადამიანებთან განიხილოთ და მათგან კარგი რჩევები მიიღოთ. საქმიანმა ურთიერთობებმა, შესაძლოა, რომანტიკული ხასიათი მიიღოს. პირად ცხოვრებაში ინტუიციას ენდეთ - ის არ დაგაღალატებთ.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

რთული და არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ბევრი რამ ისე არ ეწყობა, როგორც ელოდებოდით. გიწევთ იმპროვიზირება, გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება. ეს რთულია, მაგრამ ყველაფერს გაართმევთ თავს. მოერიდეთ კამათს, სჯობს, დრო სხვა უფრო სასარგებლო რამეს დაუთმოთ. ახლობლები თქვენს წამოწყებებს მხარს დაუჭერენ, მაგრამ ურთიერთობებში პრობლემებს მთლიანად თავს ვერ აარიდებთ - საწყენად მიიღებთ უადგილო რჩევებსა და ირონიულ შენიშვნებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ნაყოფიერი დღეა. მიესადაგება მნიშვნელოვან საქმეებს, რთული ამოცანების გადაწყვეტას, მასშტაბური პროექტების დაწყებას. მოაგვარებთ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომლებთანაც დაძაბული ურთიერთობები გქონდათ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები. შესაძლოა, ახლობლებთან მცირეოდენი უსიამოვნებები მოგივიდეთ, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი, დიდი ალბათობით, გამორიცხულია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

რთული დღეა. იმედი ნუ გექნებათ, რომ სასურველს სწრაფად მიაღწევთ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებიც ყველას აინტერესებს. ახლა ყურადღების ცენტრში ხართ ადამიანები თქვენს სულ მცირეოდენ შეცდომასაც კი ამჩნევენ. მაგრამ თუ თავის გაკონტროლებას შეძლებთ, სერიოზულ შეცდომებს აირიდებთ თავიდან. ახლობლებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ აგვისტოს პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ხელსაყრელი დღეა სარგებლის მომტანი საქმეების გასაკეთებლად. მიესადაგება როგორც ძველი საქმეების დასრულებას, ისე ახლის დაწყებას. მიზანი მკაფიოდ გაქვთ ჩამოყალიბებული და ძალას არ ხარჯავთ აუსრულებლის მიღწევაზე. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. შესაძლოა, თავიც დაკარგოთ, მაგრამ დიდი ხნით - არა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი რამდენადმე რთული იქნება. გაჭირდება სიტუაციის რეალურად შეფასება. ოცნებებში მყოფი სასურველს რეალობად "ასაღებთ". მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები, ფულთან და ქონებასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილებები. სჯობს, არავის არაფერს დაჰპირდეთ. მოგვიანებით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

კარგი დღეა, რომ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდოთ. ხართ სერიოზული და ყურადღებიანი, იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და ემოციებს არ ჰყვებით. ეს წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ადვილად ამყარებთ კონტაქტებს: ხართ მომხიბლავი, ადამიანებს მოსწონხართ. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებების დადება და იღბლიანად რამის ყიდვა.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი სიმპათიაა - არ გაგიკვირდეთ, თუ ხვალ ამ ადამიანებს ეს აღარც ახსოვდეთ. ასევე, შესაძლოა, თქვენც იმედი გაგიცრუვდეთ ამ ადამიანებში. ჩვეული საქმეები მოსაწყენად გეჩვენებათ. მაგრამ გსურთ, რომ ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ და ამიტომ არ ივიწყებთ თქვენს ვალდებულებებს. ეს დაგიფასდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. ეს დღე უფრო ნაყოფიერად ჩაივლის, თუ სერიოზულად დილიდანვე განეწყობით. მსუბუქი დამოკიდებულება სულ უბრალო, მარტივ საქმეებშიც არ ივარგებს - ამან, შესაძლოა, უსიამოვნებები გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხარდაჭერა, რომელსაც აუცილებლად მიიღებთ, თუ მათ გულწრფელად გაუზიარებთ თქვენს გრძნობებს, იმას, რაც გაწუხებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

თუ მშვიდად იქნებით, ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის დასაწყისში, როდესაც გარშემომყოფები ემოციებით იხელმძღვანელებენ. ამ დროს თქვენი მხრიდან გონების კარნახით მოქმედება უპირატეს მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრები. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას, რაშიც მნიშვნელოვან როლს თქვენი მომხიბვლელობა შეასრულებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ჩვეულებრივზე მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზე. უმნიშვნელო მოვლენებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ, გაგანერვიულოთ, გეგმები დაგარღვევინოთ. ამ დროს სხვა ადამიანის გვერდში დგომა და გამოცდილება ძალიან წაგადგებათ. კარგი დღეა შემოქმედებისა და სწავლისთვის. გიტაცებთ უჩვეულო ამოცანების გადაწყვეტა, ახალი ცოდნის მიღება და ადამიანების გაცნობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

რთული დღეა. თქვენი ყურადღებაა საჭირო უამრავ საქმეში, გიწევთ სამუშაო და საოჯახო პრობლემების ერთდროულად მოგვარება. ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით და ხშირად არავის დახმარება არ გჭირდებათ. იღებს საჭირო ახალ ინფორმაციებს. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ძალიან იღბლიანად შეიძინოთ რამე ნივთი, მაგალითად ყოფითი ტექნიკა, ავეჯი და სხვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0