სატვირთო გადაზიდვებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზაზე
რკინიგზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რკინიგზაზე ნედლი ნავთობის ტრანზიტი წელს არ განხორციელებულა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სატვირთო გადაზიდვებიდან „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2019 წლის პირველ ნახევარში 23%-ით გაიზარდა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყანაში სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვების მონოპოლისტია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 388,2 მლნ ლარს შეადგენს და იქ 12,6 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თუმცა, შესაძლოა, სახელმწიფო კერძო კომპანიებს გადაზიდვის უფლებას მიჰყიდის და მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილს დაიტოვებს.

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
თურქეთიდან საქართველოში რკინიგზით პირველი ტვირთი შემოვიდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8 მლნ ლარით (14%)-ით აღემატება, ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით.

გარდა ამისა, 2019 წლის პირველ კვარტალში სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ რკინიგზაზე 2,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია.

„რკინიგზის“ მონაცემებით, სატვირთო გადაზიდვების ზრდა განპირობებულია როგორც ვაგონებით გადაზიდვების ზრდით, ისე კონტეინერული გადაზიდვების ზრდით. გარდა ამისა, 2018 წლიდან „საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთიდან ხორბლისა და ნახშირის სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებს.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა გაგრძელდება >>

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0