მიშა გომიაშვილმა რუსულ კომედიაში მთავარი როლი შეასრულა

© courtesy of Misha Gomiashviliმიშა გომიაშვილი
მიშა გომიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მსახიობმა განასახიერა მოხუცი კაცი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მსახიობმა მიშა გომიაშვილმა შეასრულა მთავარი როლი ფილმში Как новый („როგორც ახალი“), რომლის პრემიერა შედგება რუსეთში 27-ე კინოფესტივალზე „ფანჯარა ევროპაში“.

დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს >>

ფილმი, რომლის რეჟისორია ევგენი შელიაკინი, კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის მონაწილეა. ფესტივალი ვიბორგში 2-8 აგვისტოს გაიმართება.

რეზო გიგინეიშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ვინ არის ქალი, რომელზეც რეზო გიგინეიშვილმა იქორწინა – ფოტოები

მიშა გომიაშვილთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ევგენია დმიტრიევა, ვლადიმირ მიშუკოვი, ანასტასია სომოვა და სხვ.

ფილმი „როგორც ახალი“ მოგვითხრობს უცნაური მოხუცის შესახებ, რომელიც გონს ტაილანდის პლაჟზე მოდის. მას არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რომლის გამო აღმოჩნდა ასე შორს სახლიდან. ის მხოლოდ რუსულად საუბრობს და უკიდურესად ცუდი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწრაფად ითვისებს ახალ ადგილს, ამყარებს კონტაქტებს და ავანტიურულ ბიზნესსაც კი ქმნის. თითქოსდა ახალი ცხოვრება აეწყო, მაგრამ თანდათან უბრუნდება ძველი მოგონებები იმაზე, რისთვის აღმოჩნდა კონტინენტის სხვა მხარეს.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების, არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ მამის კვალს გაჰყვა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.

გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა - ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს - რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და ა.შ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე. 2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.). იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“.

© courtesy of Misha Gomiashviliმიშა გომიაშვილი
მიშა გომიაშვილმა რუსულ კომედიაში მთავარი როლი შეასრულა - Sputnik საქართველო
მიშა გომიაშვილი

ფესტივალი „ფანჯარა ევროპაში“ - უძველესი კინოფესტივალია რუსეთში, კინოინდუსტრიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიება რუსეთში.

ყველა ახალი ამბავი
0