დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკში"ოსკარის" ქანდაკება
ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა კინოკრიტიკოსებმა პრესტიჟულ პრემიაზე წარსადგენი ფილმი ხუთ ნამუშევარს შორის შეარჩიეს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იქნება წარდგენილი, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოსკარი - Sputnik საქართველო
რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარისთვის"?

ფილმის შერჩევა ფარული კენჭისყრის გზით მოხდა. ფილმ „შინდისს“ ჟიურის 12 წევრიდან, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, კინოკრიტიკოსები და ხელოვნების მოღვაწეები, მხარი 10-მა დაუჭირა.

„შინდისთან“ ერთად „ოსკარზე“ წარსადგენ ფილმებს შორის იყო კიდევ ოთხი ფილმი: „აღლუმი" (რეჟ. ნინო ჟვანია), „სანამ მამა დაბრუნდება" (მარი გულბიანი), „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" (დიმიტრი ცინცაძე) და „მეზობლები" (გიგიშა აბაშიძე).

ფილმი „შინდისი“ მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

აშშ-ის კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 92-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია – 2020 წლის 9 თებერვალი.

ყველა ახალი ამბავი
0