Red Bull Car Park Drift: საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას დრიფტის ჩემპიონატში

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichდრიფტი
დრიფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომრბოლელი საქართველოდან პირველად იბრძოლებს დრიფტის ჩემპიონის ტიტულისათვის Red Bull-ის ვერსიით.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ავტომრბოლელი საქართველოდან პირველად მიიღებს მონაწილეობას დრიფტის ჩემპიონატში Red Bull Car Park Drift, რომლის ფინალური ეტაპი 1 სექტემბერს თურქეთში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

მევლუდ მელაძე დრიფტის ევროპის ჩემპიონატში 32 საუკეთესოს შორის მოხვდა >>

დრიფტის ჩემპიონატი Red Bull Car Park Drift პირველად 2008 წელს გაიმართა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა.

რუსთავის ახალ კარტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო კლასის RIKS-2019 შეჯიბრება - Sputnik საქართველო
რუსთავის ახალი კარტოდრომი - პირველი შეჯიბრებები საერთაშორისო კლასის ტრასაზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ გაიარონ შესარჩევი ეტაპი, რომელიც 11 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე გაიმართება.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტი უნდა იყოს სრულწლოვანი და ჰქონდეს მართვის მოწმობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ავტომოყვარულებს, ისე პროფესიონალ მრბოლელებს.

რეგისტრაციის გავლა 8 აგვისტომდეა შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არ ეკუთვნის მონაწილეს, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

გორში ნასვამმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავარია მოახდინა >>

ორგანიზატორები ურჩევენ ავტომობილისტებს, შეამოწმონ უსაფრთხოების სავალდებულო სტანდარტები, კერძოდ, ავტომობილის ძრავი, სამუხრუჭე სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად;

რაც შეეხება მძღოლს, ის უნდა იყოს აღჭურვილი ჩაფხუტით და დახურული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

ყველა ავტომობილი შემოწმდება ადგილზე. ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, შეჯიბრში არ დაუშვან ის ავტომობილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.

ყველა ახალი ამბავი
0