„ვწუხვარ, რომ კოლეგები მივატოვე...“ – „რუსთავი 2“-ს თეონა ცხომელიძე ტოვებს

© Facebook / Teona Tskomelidze თეონა ცხომელიძე
თეონა ცხომელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა ცხომელიძე ტელეკომპანიაში 13 წელი მუშაობდა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება „კუ­რი­ე­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ და­ტო­ვა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
დავა გრძელდება: „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის დასაბრუნებლად იბრძოლებენ

მისი თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ი­ღო, თუმ­ცა მისი წასვლა ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაემთხვა.

„13-წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა. ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე. სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა „რუსთავი 2“-ს გამოცდილებისათვის. პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ“, – წერს თეონა ცხომელიძე.

ყველა ახალი ამბავი
0