დავა გრძელდება: „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის დასაბრუნებლად იბრძოლებენ

© Sputnik / Alex Shlamovტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა
ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავი 2–ის ყოფილმა დამფუძნებლებმა მოუწოდეს ტელეკომპანიის პოტენციურ შემძენებს თავი შეიკავონ სადაო ქონების დაუფლებისგან.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი –2“–ის ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის დასაბრუნებლად სასამართლოში დავას აპირებენ, ნათქვამია ძმები ყარამანიშვილების და ნიკოლოზ ნაყოფიას მიერ „რუსთავი 2“–ის საქმეზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი –2“–ის ყოფილი მფლობელები სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში სარჩელს ამზადებენ, რომელშიც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - მოსამართლეების მიუკერძოებლობის შესახებ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
შეიცვლება თუ არა „რუსთავი2“-ის მფლობელი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა  მფლობელებმა მოუწოდეს რუსთავი 2–ის ყველა პოტენციურ „შემძენს", თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად.

ყოფილმა მფლობელებმა მადლობა გადაუხადეს რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და განსაკუთრებით  ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია „ტვ საქართველოს" 50%-იანი წილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა.

წილების გასხვისებამდე „ტელეკომპანია საქართველოს" ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ (60% და 40%). ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე გადაიფორმა. მანამდე ბიზნესმენმა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

ტელევიზიის ახალმა მფლობელმა თავიდანვე განაცხადა, რომ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა, სამსახურიდან არავის გაათავისუფლებდა და სარედაქციო პოლიტიკასაც შეინარჩუნებდა. თუმცა, წამყვანი ჟურნალისტები და ტელეარხის სახეები ხალვაშისთვის ნდობის გამოცხადებას არ ჩქარობენ. მეტიც, ისინი განაგრძობენ ბიზნესმენის კრიტიკას და აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელი მმართველი პარტიის დაკვეთებს ასრულებს და სწორედ გვარამია წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლების გარანტს.

ყველა ახალი ამბავი
0