კახა კალაძე თბილისელებს გლდანში ზეიმზე ეპატიჟება

გამოწერა
გლდანში პარკის გახსნაზე სტუმრებს ელოდება კონცერტი და სხვა უამრავი გასართობი

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკის საზეიმო გახსნა 2 აგვისტოს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება >>

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის აღდგენა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

გამოფენა - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკში ხელოვნების ახალი გალერეა გაიხსნა

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის – სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია... იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1800 კვადრატული მეტრის ფართობის პარკის განახლებაზე 130 ათასი ლარი გამოყო.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დედაქალაქში ასევე საზეიმოდ გაიხსნა ვასო გოძიაშვილის განახლებული პარკი ყაზბეგის გამზირზე. სარემონტო სამუშაოები 35 ათას კვადრატული მეტრი ფართობის პარკში 2018 წლის ბოლოდან ტარდებოდა. პროექტის ღირებულებამ 2,5 მლნ ლარი შეადგინა. პარკში მოწყობილია საბავშვო მოედნები, ველობილიკები, სავარჯიშო ადგილები. ამასთან, ძაღლების სასეირნოდ გამოიყო ცალკე ადგილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0