თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინოვაციური სივრცე Art Tent გაიხსნა, ნათქვამია გალერეის განცხადებაში.
კონცეფციის ავტორების თქმით, Art Tent-ი ზაფხულის განმავლობაში ნამდვილ კულტურულ ჰაბად იქცევა, სადაც შეიკრიბებიან მხატვრები, კოლექციონერები, დედაქალაქის სტუმრები და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები.
პირველმა ჯგუფურმა გამოფენამ „ყოფის ანატომია" კულტურულ სივრცეში სხვადასხვა ასაკის 30-ზე მეტი შემოქმედი გააერთიანა. აქ წარმოდგენილია XX-XXI საუკუნეებში შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი.
გამოფენა 25 ივლისს გაიხსნა და ის 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.