თბილისის ქართულ-ებრაულ კლინიკაში ბომბს ეძებდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამნაღმველები გამოძახეს

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ებრაულ კლინიკა „ჰელსიკორში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
თბილისსა და ბათუმში გამნაღმველები მუშაობენ

კლინიკამ ნაღმის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.

სამედიცინო დაწესებულებაში სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა ამ დროისათვის კლინიკის შენობა უკვე დატოვეს. სამედიცინო დაწესებულება კი მუშაობას უკვე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოში დღეს ნაღმის შესახებ შეტყობინებები „ჰელსიკორის“ გარდა, კიდევ ორმა დაწესებულებამ მიიღო - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თოდუას სახელობის კლინიკამ.

ყველა ახალი ამბავი
0