თბილისსა და ბათუმში გამნაღმველები მუშაობენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნივერსიტეტის თანამშრომლების ვარაუდით, ეს ცრუ შეტყობინება იყო.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში, თოდუას კლინიკაში და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული

ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება დაწესებულებებმა ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვაუწყეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინაც შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

უნივერსიტეტის შენობაში ევაკუაცია 17:50 საათზე გამოცხადდა. შენობაში მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილი იმყოფებოდა.

უფრო ადრე თოდუას კლინიკაში ანალოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ორივე ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0