მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი მოკლა

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთი
საბერძნეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საბერძნეთში რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ნიტრიგას ციხეში შაბათს, 27 ივლისს მოხდა.

ათენი - Sputnik საქართველო
საბერძნეთში მეხუთე სართულიდან ქურდობის დროს ქართველი მამაკაცი გადმოვარდა

ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ჩხუბის დროს 43 წლის რუსეთის მოქალაქემ 35 წლის საქართველოს მოქალაქეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ჩხუბის გამომწვევ მიზეზებზე. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც გამოძიება ნებას დართავს, ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ, საკონსულო დეპარტამენტი დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით“, – განაცხადეს უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0