მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საბერძნეთში მეხუთე სართულიდან ქურდობის დროს ქართველი მამაკაცი გადმოვარდა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიათენი
ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე  საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით არის მოთავსებული

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე ქურდობის დროს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ბერძნული მედია.

პოლიცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ბარსელონაში მიტოვებული შენობიდან კვლავ გამოასახლეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, პაპადიამანდოპულუს ქუჩაზე მოხდა.  ქართველი მამაკაცი მეხუთე სართულზე სახლის გაქურდვას ცდილობდა,  კორპუსის მაცხოვრებლებმა კი ხმაური გაიგეს და პოლიციაში დარეკეს.

საქართველოს მოქალაქემ კორპუსის სადარბაზოს ფანჯრიდან გადასვლა  და გაქცევა სცადა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

ქურდობაში მხილებული ქართველი მძიმედაა დაშავებული. ის  საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0