სოციალურ ქსელში თათია მელაშვილი წერს, რომ ბავშვი საზაფხული ბანაკში ერთ-ერთმა სკოლამ იმიტომ არ წაიყვანა, რომ აუტიზმი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი არავის შეაწუხებდა და მხოლოდ განცალკევებულ ოთახზე უნდა ეზრუნათ მისთვის, რათა დამხმარეც წასულიყო მასთან ერთად, ბიჭუნა მაინც დატოვეს.
„ეძღვნება „ზე-ინტელექტუალურ პეროებს“. გუშინ ჩვენს ერთ-ერთ ბავშვს ძალიან ატკინეს გული. პატარა ბიჭს. ოცნებობდა ამ ბანაკზე. გაფრთხილებულნი იყვნენ ამ ბავშვის საჭიროებებზე. არ იფიქრეს, დაიკიდეს, არ ვიცი... სულერთია. ბოლო წუთში უარი უთხრეს და დატოვეს. არა მარტო უარი. თავისი პასუხისმგებლობაც კი ვერ იგრძნეს ამ ყველაფერში. არ წაიყვანეს და მორჩა. ასე მოჭრეს. ყველაზე საინტერესო რა არის იცით? აი ვინც ეს გააკეთა, ბევრისთვის ინტელექტუალიზმის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს. პრინციპში მარტო არ არის ამ „ტიტულში“. ბევრზე შემიძლია განვავრცო. დათვლით რომ აქვთ ბევრი „ჭკვიანური წიგნი“ წაკითხული. ავტორები და ციტატები დამახსოვრებული და იქნევენ მერე ამას აქეთ-იქით თავიანთი "განსწავლულობა- განსაკუთრებულობის" იმიჯის შესაქმნელად. მინდა გითხრათ გამოსდით :) შშმ პირებზე ზრუნვის აუცილებლობაზეც საჯაროდ, ტელევიზიითაც ბევრჯერ შემოუხევიათ ტანზე და მომავალშიც ასე იზამენ ალბათ და მსმენელსაც აუცილებლად ჰგონია - როგორი მაღალზნეობრივი ღირებულებების მატარებლები არიან“, – წერს თათია მელაშვილი.
ამ შემთხვევას აუტიზმის ფონდ „კამპუსის“ წარმომადგენელი მარი კორკოტაძეც ეხმაურება და ბავშვის ემოციებზე წერს.
„გუშინ როდესაც დათას ვუთხარი, რომ საზაფხულო ბანაკში ვერ წავიდოდა, ბავშვი უხმოდ შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა, მუხლებზე დაემხო და ხელებაწეული ღმერთს ეუბნებოდა - რატომ? რატომ? იმდენად გაზდილი და დიდი ადამიანია, რომ ნიუტონის სკოლის დირექტორზე ბევრად მაღლა დგას. ის კი დათასთან შედარებით ფსკერზეა“, – წერს ქალი სოციალურ ქსელში.