გორში ბიოდეგრადირებადი პარკების ქარხანა აშენდება

© Sputnik / Natia Kvartskhavaაკრძალული „მავნე“ პაკეტები
აკრძალული „მავნე“ პაკეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ საწარმოში დაბანდებული ინვესტიციები 1 მილიონ ლარს შეადგენს

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. გორის სამრეწველო ზონაში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო აშენდება, იუწყება პირველი არხი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ეკო ჯორჯიას“ 5550 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. პროექტში დაბანდებული ინვესტიციები 1 მილიონ ლარს შეადგენს, საწარმოში 50-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პოლიეთილენის პარკები - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტები აიკრძალა

პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას, და, შესაბამისად გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

საქართველოს მაღაზიებში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტების გაცემა აიკრძალა. სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში.

„დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება“: თბილისში ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენა გაიხსენება >>

რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, მოხდება საქონლის კონფისკაცია.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0