05:35 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (141)
76 0 0

48 ახალგაზრდა დიზაინერი წარმოადგენს თავის ხედვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. CENN, Cannes Lions Georgia და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კონცეპტუალური ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, რომლის სახელწოდებაა „ერთად დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება!“, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები 300 მილიონ ტონა პლასტმასის იყენებენ, აქედან 50% ერთჯერადად გამოიყენება და შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება. აღნიშნული პროქტის მიზანი, სწორედ ამ პრობლემის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

„აღნიშნულ პრობლემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით Cannes Lions საქართველოს ფესტივალის პრინტ კატეგორიის პარტნიორი იყო პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს CENN. აღნიშნულ კატეგორიაში 48 მონაწილემ წარმოადგინა ხედვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო „კანის ლომების“ საერთაშორისო ფესტივალს 2015 წლიდან შეუერთდა. 2018 წლის ჩათვლით კი, უკვე 46 ქართველი ახალგაზრდა წარსდგა საერთაშორისო ასპარეზზე.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მონაწილე ქვეყნებში ტარდება ყველაზე კრეატიული ახალგაზრდების შიდა კონკურსი სხვადასხვა კატეგორიაში.

„USAID-საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში – აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოფენა 26 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიხსნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ეროვნული მუზეუმის ფოიეში გამოიფინება.

ევროკავშირი ერთჯერად ჭურჭელს კანონგარეშედ აცხადებს: ბრძოლა პლასტმასის წინააღმდეგ >>

CENN არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვის კუთხით მუშაობს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, რესურსების მდგრადი მართვის, ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების, ასევე გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (141)

მთავარი თემები