„ამერიკაში არ აინტერესებთ რა განათლება მიიღე საქართველოში...“

© photo: Tate Fireson / FBტატო ცეცხლაძე
ტატო ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჟურნალისტი ამბობს, რომ ამერიკაში 30 წლის ასაკში ისევ 17 წლისაა

აშშ-ში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე წუხს იმის გამო, რომ საქართველოში მიღებული განათლება და გამოცდილება, ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის მიუღებელია. როგორც ის საკუთარ „ფეისბუქის” გვერდზე წერს, ამერიკაში არ აინტერესებთ რა განათლება მიიღე საქართველოში ან რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

თამარ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო
ნახეთ რა სიმღერით წარდგა ქართველი გოგო ამერიკულ კონკურსზე, სადაც 3 მედალი მოიპოვა – ვიდეო

„სწავლა რომ დავიწყე საქმეში ჩასადებად მომთხოვეს სხვადასხვა საბუთი. დიდი სიხარულით მივუტანე 2 დიპლომი და 48 სერტიფიკატი და იცით რა მითხრეს? მხოლოდ 7 სერტიფიკატი გამოდგებაო. ბაკალავრის დიპლომზე მითხრეს, კარგია, მაგრამ არ გვინდაო.

სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, მე ჩეხეთიდან ვარ და იქაური დიპლომი არ გამომიყენებია, აქაური კოლეჯი მეტად ფასობს, ვიდრე იქაური უნივერსიტეტიო.

გარდა ამისა, სამსახურში ყველგან მეუბნებიან: კარგია, მაგრამ ამერიკაში სწავლობდით? ან ამერიკაში სამუშაო გამოცდილება გაქვთ? მერე იწყებენ ახსნას, რომ რაც არ უნდა გამოცდილება გქონდეს შენს ქვეყანაში, აქ არ აინტერესებთ, ისევე როგორც განათლება. მხოლოდ ამერიკული, კანადური, ბრიტანული, გერმანული და ფრანგული ჭრის. დანარჩენი ძაან მაგრა კიდიათ.

ზემო ომალო - Sputnik საქართველო
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს: ვიდეო

ჩემი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ხარისხი ჩამითვალეს სკოლას + 4-წლიანი განათლება (პუნქტი 16-წლიანი განათლება და არა ბაკალავრის ხარისხი) და დამსვეს assosiate degree-ზე. 2 წელი ეს ისწავლე და თუ კაი ნიშნები გექნება მაგისტრატურაზე მერე გველაპარაკეო.

12-წლიანი სამუშაო სტაჟიც განულდა და მხოლოდ 1 თვე მიღიარეს, ისიც მხოლოდ ამერიკული. დილა მშვიდობისა საქართველო. მე ისევ წიწკვი ბიჭი ვარ, კოლეჯის სტუდენტი და ისევ ხელახლა უნდა ვიწვალო და ავაწყო ცხოვრება. 30 წლის ასაკში ისევ 17 წლის ვარ. ეს ალბათ კარგია,” – წერს ტატო ცეცხლაძე.

ყველა ახალი ამბავი
0