სტიქია დასავლეთ საქართველოში: ლენტეხის სოფლები გარე სამყაროს მოწყდა

© Photo: municipality of lentekhi / FB ლენტეხის სოფლები გარე სამყაროს მოწყდა
ლენტეხის სოფლები გარე სამყაროს მოწყდა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლებთან დაკავშირება ამ დრომდე მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეების ჩოლშურას და მუხრას ადიდების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს,  იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სოფლებთან დაკავშირება ამ დრომდე მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა სოფლებთან დამაკავშირებელი ხუთი ხიდი,  წყალმა მთლიანად წაიღო ხერიის ხიდი, დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.

წყალდიდობა წალენჯიხის რაიონში - Sputnik საქართველო
რა ხდება წალენჯიხაში – ვინ აუნაზღაურებს მოსახლეობას ზარალს

მდინარე ჩოლშურამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლენტეხი-უშგულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც. ჩამოწოლილი მეწყერის გამო მანქანით გადაადგილება თითქმის 10 საათის განმავლობაში აკრძალული იყო. 

სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხიდების აღდგენა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.

„სანამ უამინდობა გვაქვს, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. როგორც კი ამინდი გამოსწორდება, დავიწყებთ გზების რეაბილიტაციას, რათა მოწყვეტილ სოფლებს შორის მოძრაობა აღდგეს“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბორის ლიპარტელიანმა.

„აუცილებელია დამატებითი დამცავი ნაპირსამაგრების მოწყობა. კომისია უკვე შექმნილია, უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზარალის ზუსტი ოდენობა“, - აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივების განცხადებით, დატბორილია ცენტრალური ქუჩები და ეზოები. სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა და ის მოსახლეობის სახლებში შევარდა.

ყველა ახალი ამბავი
0