თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. მუხათგვერდის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ ბალახს წაეკიდა. ხანძრის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა.
საგანგებო სიტუაციების სამსხურის ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.