ცემით მოკლული 4 წლის გოგონას დედას 11 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე 4 წლის გოგონას სიკვდილში დედის ბრალეულობა დაამტკიცა.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლელა ქსოვრელი დამნაშავედ ცნო საკუთარი 4 წლის ქალიშვილისთვის ისეთი სიმძიმის ტრავმების მიყენებაში, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა, და 11 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბავშვი ყურზე აფარებული ხელით - Sputnik საქართველო
„ერთხელ ვცემეო“ – გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი ბავშვზე ძალადობას აღიარებს

ქსოვრელი შვილის გარდაცვალების დღეს, 22 თებერვალს დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. მიუხედავად აკრძალვისა, 8-22 იანვრის პერიოდში ქსოვრელი გოგონასთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა. გოგონა მიმღები ოჯახიდან დროებით წამოიყვანეს.

თავიდან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია", ქსოვრელს კი ორდერის მოთხოვნების დარღვევაში დასდეს ბრალი. სასჯელის გამკაცრების მიზეზი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ქსოვრელს ბრალი მოგვიანებით დაუმძიმდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქსოვრელი ქალიშვილს სისტემატურად სცემდა, რაზეც მეტყველებდა გოგონას სხეულზე აღმოჩენილი სისხლჩაქცევები და სხვადასხვა დროს მიყენებული ტრავმები. 21-22 თებერვლის პერიოდში კი ქალმა საკუთარ ქალიშვილს თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

ქსოვრელმა დანაშაული არ აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0