თურქებსა და აზერბაიჯანელებს კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა ჯამში 12,2 ათასი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება „ნეტგაზეთი".

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები

გავრცელებული ინფორმაციით, 18-22 ივლისს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი" და „წითელი ხიდი" საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა ჯამში 12,2 ათასი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

ყველა ახალი ამბავი
0