კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები

გამოწერა
ბრალდებულებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობების საქართველოში შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ოქროსწ ნაკეთობა - Sputnik საქართველო
„სარფსა" და „კარწახში" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვებ-პუნქტ „სარფის" გავლით ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

„ორ შემთხვევაში ბრალდებულები მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ნაკეთობების შემოტანას, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული ცდილობდა მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით", – აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0