თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა „სარფისა“ და „კარწახის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ჯამში 508.59 გრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღო. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად ჯამში 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა – საერთო ჯამში 32 989.26 ლარის ოდენობით.