საქართველოს გზებზე ბოლო სამ თვეში 108 ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliავარიის შედეგი
ავარიის შედეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მიზეზით  საქართველოს მასშტაბით   სულ 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 108 ადამიანი დაიღუპა და 1929 ადამიანი დაშავდა 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სამეგრელოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აპრილ–ივნისში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მიზეზით  საქართველოს მასშტაბით სულ 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ავარია – 725,  საქართველოს დედაქალაქში, ხოლო ყველაზე ნაკლები– გურიის რეგიონში მოხდა.

დაღუპულთა შორის ერთი შვიდ წლამდე ბიჭია, 16 წელს არ აღემატება კიდევ 3 ბიჭის ასაკი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ყველაზე მეტია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე დისტანციის დაუცველობა.

საზარელი ავარია ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე - ვიდეო >>

შემთხვევების დიდი ნაწილი – 850 ავარია მსუბუქი ავტომობილის მონაწილეობით მოხდა, 58 მოტოციკლის, 58 კი სატვირთო ავტომობილის.

2018 წლის იმავე პერიოდში გზებზე მომხდარი 1302 შემთხვევის შედეგად, 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0