თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა ფოთი–სენაკის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ცნობით, სოფელ ჭალადიდში მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის ტიპის მანქანას შეეჯახა.
დაშავდნენ Opel-ის მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.