თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს 57 წლის თანამშრომელი სამუშაოს შესრულების დროს დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
სურამი ლამაზოღლი სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა. ავტომობილიდან გადმოვარდა ასევე ბანერი, რომელიც ლამაზოღლის დაეცა.
შემთხვევა ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„შემოყვანილია პაციენტი ტრავმული შოკით და ქალა-ტვინის დახურული ტრავმით. უტარდება სათანადო კვლევები. მდგომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის ექიმმა დავით გასიყაშვილმა.