თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოლონეთში სამშენებლო სამუშაოების დროს დაშავებული 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
ბუხულეიშვილი რამდენიმე დღის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და სერიოზულად დაშავდა – ის ხერხემლის სერიოზული დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახს ფინანსურად უჭირს, ამიტომ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს.
დაშავებულის ნათესავების თქმით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
საქართველოს საკონსულო პოლონეთში მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.