თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა ქალაქ ნიონში (შვეიცარია), უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „საბურთალოს" მოწინააღმდეგე „ვალეტასა" (მალტა) და „ფერენცვაროშს" (უნგრეთი) შორის გამართულ მატჩში გამარჯვებული იქნება. ქართულ გუნდს, თავის მხრივ, აღნიშნული გუნდებისგან რომელიმესთან შესახვედრად ზაგრების „დინამოს" დამარცხება სჭირდება. მატჩები 23 და 31 აგვისტოს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგაში დამარცხების შემთხვევაში „საბურთალო" ევროპის ლიგაში გადავა, სადაც მისი მოწინააღმდეგე „არარატი“ (სომხეთი) / „ლინკოლნს" (გიბრალტარი) შორის გამარჯვებული იქნება.
ამ კვირაში, 25 ივლისს ევროპის ლიგაში ორი ქართული გუნდი მეორე რაუნდის პირველ მატჩებს გამართავს: „დინამო" სტუმრად „გაბალას" დაუპირისპირდება, „ჩიხურა" კი გასვლით მატჩს გამართავს „აბერდინთან".
გამარჯვების შემთხვევაში „დინამო" ჰოლანდიის „ფეიენოორდს" შეხვდება, „ჩიხურა" კი ხორვატიის „რიეკას".
ორივე ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები 6, 7 და 9 აგვისტოს გაიმართება.