თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ყაზანის „რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია და ტულის „არსენალის" მცველი გია გრიგალავა, გამოცემა „სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, რუსული პრემიერ-ლიგის I ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
"ლოკომოტივის" წინააღმდეგ მატჩში კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, 10 წუთის შემდეგ კი გოლი გაიტანა, რის შედეგადაც მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
გრიგალავას შემთხვევაშიც ანალოგიურად მოხდა. „არსენალი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან" მარცხდებოდა ანგარიშით 1:0, მაგრამ 84-ე წუთზე ქართველი მცველის შორი მანძილიდან ზუსტმა დარტყმამ გუნდი დამარცხებას გადაარჩინა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პრემიერ-ლიგის მეორე ტურში „რუბინი" სტუმრად მოსკოვის „დინამოს" ეთამაშება, „არსენალი" კი გასვლით მატჩში „კრილია სოვეტოვს" შეხვდება.