ქართველმა ფეხბურთელმა „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა

© photo: FC Lokomotiv Moscow / FBხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუბინთან“ კონტრაქტი უკვე ორმა ქართველ ფეხბურთელს აქვს გაფორმებული

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზახურ კლუბ „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დემეტრე ბულისკერია, თორნიკე ძებნიაური, ზურიკო დავითაშვილი და დავით სამურკასოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის ჩემპიონატზე  კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს

კვარაცხელია „რუბინს“ ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა. 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი. ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

კვარაცხელიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი ბურთი გაიტანა, ამასთან გახდა  ქვეყნის თასის გამარჯვებული.

გარდა ამისა,  „რუბინმა“  კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, 18 წლის ზურიკო დავითაშვილთან გააფორმა ოფიციალურად შეთანხმება.  კონტრაქტი სამი წლის ვადით ივნისის ბოლოს გაფორმდა.

ყველა ახალი ამბავი
0