რუსეთის ჩემპიონატზე  კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს

© photo: FC Locomotive Tbilisi / FB დემეტრე ბულისკერია, თორნიკე ძებნიაური, ზურიკო დავითაშვილი და დავით სამურკასოვი
დემეტრე ბულისკერია, თორნიკე ძებნიაური, ზურიკო დავითაშვილი და დავით სამურკასოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურიკო დავითაშვილმა „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

 

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik.  თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას „რუბინში“ გააგრძელებს, ნათქვამია ყაზანური კლუბის ვებგვერდზე გავრცელებუ განცხადებაში. 

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები აშშ-ში წარმატებით ასპარეზობენ

 „რუბინსა“ და 18 წლის ქართველ ფეხბურთელს შორის შეთანხმება სამი წლით გაფორმდა – ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი მე–11 ნომრით გამოვა.

დავითაშვილმა კარიერი თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2018 წელს კი კლუბ „ლოკომოტივში“ გადავიდა. მან გუნდში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააფორმა.

ამ დროისთვის რუსეთის პრემიერ–ლიგაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს: გია გრიგალავა (არსენალი“, ტულა), ჯემალ ტაბიძე („უფა“), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი), საბა კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია (ორთავე მოსკოვის „ლოკომოტივში“).

ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატი 12 ივლისს იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0