რომელ ჟურნალისტებს შეხვდა ოქრუაშვილი - ნოდარ მელაძე შეხვედრაში მონაწილეობას უარყოფს

© photo: Nodar Meladze / FBნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არხის გენერალურ დირექტორს არ სჯერა, რომ ჟურნალისტები ოქრუაშვილთან გარიგებაში შევლენ

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ „კურიერის“ ჟურნალისტებსა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს შორის გუშინ შეხვედრა არ შემდგარა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრის და ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივის შესახებ გუშინ ინტერვიუს დროს მოისმინა.

„მე არ შევხვედრივარ. არც „კურიერის“ ჟურნალისტები. მისი ინიციატივის შესახებ მოვისმინე ინტერვიუს დროს, რომელიც ჩავწერე გუშინ“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ პასუხს ელოდება

ცოტა ხნის წინ „გამარჯვებული საქართველოს“  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და თავისი შემოთავაზება გააცნო.

მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის წილის 80% შესთავაზა, რათა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ დავა თავად ჟურნალისტებმა გააგრძელონ. ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. თავად ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ეს წინადადება ემსახურება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არხის ჟურნალისტებს ხალვაშის დავალებით არხის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალიაც შეხვდა. ახალმა დირექტორმა მათ შეატყობინა, რომ ხალვაში მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს.

სალია გამოეხმაურა ანა რეხვიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.

„ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრაზე ჩემთვის ჟურნალისტებს არ უთქვამთ და თუ ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში“,- განაცხადა სალიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს

ოქრუაშვილის წარმომადგენელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის აქციების დაყადაღების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ოქრუაშვილის მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, რომელიც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელად აღიარა. ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, გაყალბებულია.

ყველა ახალი ამბავი
0