ილია მეორე: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

გამოწერა
საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა აკადემიაში სწავლის პერიოდი გაიხსენა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და შეკრებილ ხალხს სულიერი ცხოვრებისა და ღვთის სიყვარულისკენ მოუწოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქის განმარტებით, ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს.

„მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა, თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავსო, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფიო, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა - ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა ინებოს, რომ არ დაკარგონ მადლი ღვთისა“, - ბრძანა ილია მეორემ.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ეძებეთ ნაკლი საკუთარ თავში და არა სხვებში

ქადაგებისას პატრიარქმა აკადემიაში სწავლის პერიოდი გაიხსენა.

„მე მახსენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ხარ ტაძარში და ისმენ ამ ლოცვას „შეგვეწიენ და გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ღმერთო მადლითა შენითა“, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწეროთო, რათა შეგეხოს მადლი ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია“, - გაიხსენა ილია მეორემ.

ყველა ახალი ამბავი
0