თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კლუბში პარასკევს გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა.
დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ბარში მყოფმა ადამიანებმა გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.