თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ბათუმის სანაპიროზე ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
მაშველებმა გარდაცვლილი წყლიდან სასტუმრო „კოლიზეუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანელი იყო და მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.