თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. იგი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.