შიდა ქართლში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიწიწილები ფერმაზე
წიწილები ფერმაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა, რომლის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა, რომლის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 960,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი დანაზოგია.

ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო საგურამოში - Sputnik საქართველო
საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი  საწარმო გაიხსნა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს, ასევე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს თელას ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სულ 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0