საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი  საწარმო გაიხსნა

© photo: Agriculture Project Management Agency / FBჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო საგურამოში
ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო საგურამოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდუქტის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა, ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „მანნა“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

უწყების ცნობით, საწარმოში ჯამურად 871 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 348 423 ლარი გრანტია, ხოლო 435 529 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

© photo: Agriculture Project Management Agency / FBჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო საგურამოში
საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი  საწარმო გაიხსნა - Sputnik საქართველო
ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო საგურამოში

საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ და ადგილზე სამუშაო პროცესს გაეცნენ.

თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო  - Sputnik საქართველო
სამეგრელოში სახელმწიფოს მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში წელიწადში 8 ტონა ჩაი და 4 ტონა სანელებლები გადამუშავდება. პროდუქტის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. ამ დროისთვის საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში, გასულ წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.

სააგენტოს ინფორმაციით, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0