მატჩი აღარ გაიმართება: რუსეთის რაგბის ფედერაციამ საქართველოსთან თამაშზე უარი განაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო–რუსეთი. რაგბი
საქართველო–რუსეთი. რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის რაგბის ფედერაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში გამგზავრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიენბის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება, ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს–რელიზში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბში შეიძლება ჩაიშალოს>>

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფედერაცია მიიჩნევს, რომ შეუძლებელია თამაში თბილისში საქართველოში ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება, რაც ქვეყნის პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა. იმ ღამეს საპროტესტო აქცია არეულობებში გადაიზარდა, რომლის დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

ამის შემდეგ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, 8 ივლისიდან შეჩერებულიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის, ხოლო ტუროპერატორებმა განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრების შესახებ შეწყვიტეს.

„რაგბის ფედერაცია დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ცოტა ხნის წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, რადიკალურად განწყობილი პირების გამოსვლებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებამდე მივყავართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ ქვეყანაში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, რუსეტის რაგბის ფედერაცია მიიჩნევს,რომ შეუძლებელია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 2019 წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი მატჩის ჩატარება თბილისში.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია დიდად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან და აუცილებლად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ ჩვენი თამაშის ერთ–ერთი ფუნდამენტური პრინციპია სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემა, რომელიც გადის კულტურული, გეოგრაფიული, პოლიტიკური და რელიგიური განსხვავებების საზღვრებიდან“, – აღნიშნულია რელიზში.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდები 23–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან რუსეთმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ, ფრედ დამთავრდა შეხვედრა ასევე ერთხელ, დანარჩენ შემთხვევებში საქართველომ გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0