13:25 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
მატჩი საქართველოს და რუსეთის მორაგბეებს შორის. 28:14

საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბში შეიძლება ჩაიშალოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (159)
10210

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ქართველ ხალხს, მაგრამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის მატჩისთვის ხელსაყრელი არ არის

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 27 აგვისტოსთვის დაგეგმილი სატესტო მატჩი საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ნეიტრალურ მინდორზეც შეიძლება არ შედგეს თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, იუწყება РИА Новости რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემიევზე დაყრდნობით.

ზურაბიშვილი: საქართველო რუს ტურისტებს კვლავ ჩვეული სტუმართმოყვარეობით იღებს >>

საქართველოში ვნებათაღელვა 20 ივნისიდან არ ცხრება, იმ დღიდან, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე გამოჩნდა რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი. იმ დღეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობაში, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

ამ მოვლენების კვალდაკვალ რუსეთმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ზოგადი სიტუაცია არ უწყობს ხელს მატჩის საქართველოში ან თუნდაც ნეიტრალურ მინდორზე ჩატარებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სპორტსმენების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და არ დავუშვათ პროვოკაციები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ახლა რთულია. ნეიტრალურ მინდორზეც რთული იქნება ექსტრემისტების გამოხტომების აღკვეთა“, - განუცხადა ჟურნალისტებს არტემიევმა.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები შემოდგომით იაპონიაში მსოფლიო თასში მონაწილეობას გეგმავენ.

არტემიევბის თქმით, სპორტი პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს.

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს >>

„ეს ყველაფერი ითრევს ჩვენს სპორტს პოლიტიკაში, რაც ძალიან არ გვინდა. ჩვენ გვსურს, რომ სპორტი პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს. როგორც ჩანს, ზოგჯერ საჭიროა იმაზე დაფიქრება, რომ ცეცხლს ნავთი არ დავასხათ. რამდენიმე დღის შემდეგ გამოვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას მატჩთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ვეძებთ სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ვფიქრობთ სხვა მეტოქეებთან თამაშზე, რადგან ნაკრებს სატესტო მატჩის გარეშე ვერ დავტოვებთ“, - განაცხადა მან.

არტემიევმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის რაგბის ფედერაციებს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველაზე კეთილ და პატივსაცემ ურთიერთობებს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან, ისინი ჩვენი უახლოესი პარტნიორები და მეგობრები არიან. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

მან ასევე უამბო ჟურნალისტებს, როგორ ისვენებდა ახლახან საქართველოში.

„ახლახან ვიყავი თბილისში ოჯახთან ერთად. არცერთი ალმაცერი გამოხედვა არ შემიმჩნევია, ჩვენ დაგვხვდნენ, როგორც უახლოეს მეგობრებს - ისევე, როგორც ჩვენ მივესალმებით ადამიანებს საქართველოდან“, - აღიარა არტემიევმა.

თემები:
რუსეთი დღეს (159)

მთავარი თემები