ქარიშხალი რაჭაში: ქარმა სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

© press-service of the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti municipalityრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთწუთიანი ქარიშხლით მიყენებულმა ზარალმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა ამბროლაურში ხუთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - უშუქოდ თითქმის ათასი აბონენტი დარჩა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ.

„ძლიერი ქარი სულ ხუთ წუთს გაგრძელდა. ასეთი რამ ამბროლაურის ისტორიაში არ გვახსოვს. დაზიანდა რვა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ეს ხუთსართულიანი კორპუსებია. მათში დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობს. ხუთი სახლი მთლიანად სახურავის გარეშეა დარჩენილი, სამი ნაწილობრივად დაზიანდა“, - განაცხადა მხეიძემ.

მხეიძის თქმით, დაზიანებული სახლების ყველა ბინადარს საჭიროების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროებში დააბინავებენ.

გადაუდებელი წვიმის შედეგები ლენტეხში - Sputnik საქართველო
ლენტეხის სოფლებში ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა

„ახლა ველოდებით ტენტებს ქუთაისიდან, რათა დროებით გადავხუროთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან და უახლოეს დროს დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, რათა სახლები დროულად გადაიხუროს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ყველა დავაბინავოთ ოჯახური ტიპის სასტუმროებში. არავინ არ დარჩება ღია ცის ქვეშ“, - აღნიშნა ამბროლაურის მერმა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს დროს აღდგება, ძირითადი სარემონტო სამუშაოები უკვე განხორციელდა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ზარალი უკვე დათვალა  - მან ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0