ლენტეხის სოფლებში ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა

© press-sevice of the Lentekhi Municipalityგადაუდებელი წვიმის შედეგები ლენტეხში
გადაუდებელი წვიმის შედეგები ლენტეხში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლენტეხის რაიონში წვიმის შედეგად დაზიანებული გზები დღის ბოლომდე აღდგება

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება გადაუდებელი წვიმებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის - წაღებულია გზები და ხიდები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები.

წყალდიდობის შედეგები ხარაგაულის რაიონში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან >>

ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელ ტვიბის გზაზე, რომელიც პარასკევიდან გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. გზის 30 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო ადიდებულმა მდინარე მუხრიმ, ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

გარდა ამისა, დაზიანებულია ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი-სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი-ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.

ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ამ ეტაპზე წვიმების გამო სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.

© photo : Lentekhi Municipality / FB დაზიანებული ხიდი ლენტეხში
ლენტეხის სოფლებში ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა - Sputnik საქართველო
დაზიანებული ხიდი ლენტეხში

სოფელ მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.

შაბათს ლენტეხში გამოიდარა და ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საღამოსთვის ყველა დაზიანებული გზა აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0