როგორ ავიცილოთ „ზაფხულის დაავადებები“: მთავარი ინფექციონისტის რჩევები

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობა უნდა მოერიდოს ტკიპებსა და სხვა მწერებს, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში ინფექციური დაავადებების გადამტანები არიან

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაფხულის სეზონის მთავარ ინფექციურ საფრთხეებზე ისაუბრა.

დასახელდა ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია მსოფლიოში >>

სპეციალისტის თქმით, ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველოში მშვიდი სეზონია.

„ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები... განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძე ურჩევს მოსახლეობას მოერიდოს მწერებს, რომლებიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადამტანები შეიძლება იყონ.

ბასეინი ბათუმში - Sputnik საქართველო
სანამ საცურაო აუზზე წახვალთ... სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები და რჩევები

„ძირითადად ასეთი დამოკიდებულება არის ტკიპებზე. კბენის ფაქტები ბევრია, მაგრამ ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. არსებობს განსაკუთრებული სახეობის ტკიპა, რომელიც ადამიანს აინფიცირებს“, - განაცხადა იმნაძემ.

სპეციალისტის თქმით, წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. გაზაფხულზე მხოლოდ ორი შემთხვევა იყო.

ტკიპებისა და კოღოსგან თავის დასაცავად სპეციალისტი გვირჩევს გამოვიყენოთ სპეციალური დამცავი საშუალებები - რეპელენტები.

„მთავარია, გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - დამაფრთხობლები ანუ რეპელენტები, რომელიც შეიძლება წავისვათ როგორც ღია ადგილებზე, ისე - ტანსაცმელზეც", - აღნიშნა იმნაძემ.

იმნაძის ინფორმაციით, ზღვისპირა რაიონებში, სადაც ყველაზე ხშირია სხვადასხვა სახეობის კოღო, დამუშავების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მალე მეორე ეტაპი დაიწყება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზღვისპირეთში მწერების პრობლემა თითქმის მოხსნილია.

როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზრდილები ენტეროვირუსებისგან  - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზრდილები ენტეროვირუსებისგან - გრაფიკული რჩევები

სპეციალისტის ინფორმაციით, წყალდიდობების გამო ძალიან ბევრი კოღო იყო კახეთში, სადაც ასევე ჩატარდა დამატებითი სამუშაოები.

ინფექციონისტი გვირჩევს, არ დავლიოთ წყალი, თუკი ის წყვეტილად მოედინება, ხშირად დავიბანოთ ხელები ცივი წყლით, გავანიავოთ ოთახები და ხილი და ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ.

რისკის ჯგუფში არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომლებმაც სიცხის დროს გარეთ გასვლას მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0