დასახელდა ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია მსოფლიოში

გამოწერა
მხოლოდ 2017 წელს ტუბერკულოზით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა და ამ დაავადებით 1,6 მილიონი გარდაიცვალა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ტუბერკულოზი დაასახელა და მასთან დასაპირისპირებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. შესაბამისი ანგარიში გამოქვეყნებულია ჯანმოს ვებ-გვერდზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
SOS: აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად დაავადების გავრცელების შესახებ გაფრთხილებისკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევისა, მხოლოდ 2017 წელს ტუბერკულოზით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა და ამ დაავადებით 1,6 მილიონი გარდაიცვალა.

ამასთან, ჯანმოში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით 2000 წლიდან მოხერხდა ამ დაავადებით სიკვდილისგან 54 მილიონი ადამიანის ხსნა, ხოლო დასნებოვნების შემთხვევები ყოველწლიურად 2-2%-ით იკლებს.

ჯანმოს ექსპერტები აცხადებენ, რომ დედამიწის ყოველი მეოთხე მცხოვრები ტუბერკულოზის ინფექციის პოტენციური მატარებელია.

ტუბერკულოზი — ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0