ბახტაძე: რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“

© photo: Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ ისაუბრა მოლოდინებზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ახალი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველა პარტიასთან არ ითანამშრომლებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

IRI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები >>

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში გადაწყვიტა. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი გაცილებით მეტ პარტიას ექნება, ვიდრე რაიმე საარჩევნო ბარიერის პირობებში ექნებოდა, მომდევნო მთავრობა შეიძლება კოალიციური იყოს.

„რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ალბათობას, პროპორციული არჩევნებით, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემა, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ ითანამშრომლებს იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებენ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა საარჩევნო რეფორმის პირველმა განხილვამ

„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა, გინდ საშინაო, გინდ საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია.

განახლებული კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ირჩევს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც კაბინეტთან ერთად დეპუტატთა უმრავლესობამ (მინიმუმ 76-მა დეპუტატმა) ნდობა უნდა გამოუცხადოს. თუ ასე არ მოხდა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, თუ პირველი ცდის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში 50-ზე მეტი დეპუტატი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს და ის პარლამენტის მხარდაჭერას დაიმსახურებს.

შეუწყდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება: კომიტეტი ხვალ იმსჯელებს >>

შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლება 2024 წლის არჩევნებისთვის იგეგმებოდა. ამ ეტაპზე პარლამენტში 77 პარტიული სიით და 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული დეპუტატია.

ყველა ახალი ამბავი
0