გიორგი ფუტკარაძე „სლავური ბაზარი 2019"-ის ლიდერთა სამეულშია

© photo: ADJARA PRODUCTION / FB"სლავური ბაზარი 2019"
სლავური ბაზარი 2019 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე ტურში ფუტკარაძემ ბრიტანელი შემსრულებლის ელვის კოსტელოს სიმღერა She შეასრულა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი გიორგი ფუტკარაძე ვიტებსკში გამართული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ Славянский базар 2019-ის („სლავური ბაზარი") ლიდერთა სამეულში შევიდა, ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე საკონკურსო დღის შედეგებით, ფესტივალის ლიდერი ყაზახეთის წარმომადგენელი ადილჰან მაკინია, რომელმაც მოწინააღმდეგეები შვიდი ქულით ჩამოიტოვა. მას მოჰყვებიან გიორგი ფუტკარაძე და ილაი (ისრაელი) 171-171 ქულით და ბელარუსი ვანია ზდონიუკი 170 ქულით. ლიდერთა ხუთეულს 168 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ივან დიატლოვი ამთავრებს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
12 წლის ქართველმა უკრაინაში მუსიკალურ კონკურსზე ჟიური ისევ აატირა - ემოციური ვიდეო

მეორე ტურისთვის შემსრულებლებს მსოფლიო ჰიტი უნდა აერჩიათ. ფუტკარაძემ ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორ ელვის კოსტელოს სიმღერა She შეასრულა. კომპოზიციამ ქართველ შემსრულებელს 85 ქულა მოუტანა.

კონკურსის ფინალი ორშაბათს, 15 ივლისს გაიმართება.

გიორგი ფუტკარაძის შესახებ ცნობილია ის, რომ იგი დაიბადა ბათუმში 1988 წელს. 2017 წელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მთავარი როლი შეასრულა მიუზიკლში Afrention. 2018 წელს კი სატელევიზიო შოუ "Х-ფაქტორის" ფინალისტი გახდა. გასული წლის ოქტომბრიდან სოლო-კონცერტებს მართავს თბილისსა და ბათუმში, მუშაობს სადებიუტო ალბომის გამოშვებაზე.

„სლავური ბაზარი" ვიტებსკში, 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს იმართება. ძირითადი ნაწილი ვიტებსკის საკონცერტო დარბაზსა და ზაფხულის ამფითეატრში ტარდება. ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგება – საესტრადო სიმღერის კონკურსისა და საბავშვო კონკურსისგან.

დომენიკ პარსელი - Sputnik საქართველო
ამერიკელი ვარსკვლავი დომენიკ პარსელი თბილისში – რა მოინახულა მსახიობმა დედაქალაქში

საბავშვო კონკურსის პრიზიორი გახდა საქართველოს წარმომადგენელი ანუშკა დასენი, რომელმაც მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენელთან, წარმოშობით ქართველ კირა გოგოლაძესთან ერთად გაიყო. თითოეულმა მომღერალმა 500 დოლარის ოდენობით ფულადი პრიზი და III პრემიის ლაურეატის დიპლომი მიიღო.

ჟიურის წევრები არიან ბელარუსელი დირიჟორი ვიქტორ ბაბარიკინი, ლატვიელი მომღერალი და ტელაწამყვანი სამანტა ტინა, ყაზახი მომღერალი ალიშერ კარიმოვი, ბულგარელი მომღერალი და პროდიუსერი ვესელინ მარინოვი, სერბი დირიჟორი ივან მარკოვიჩი, გრემის ორი ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი პიანისტი და პროდიუსერი მარლოუ როსადო, უკრაინელი პოპულარული მომღერალი ირინა ბილიკი, ჯგუფ Ace of Bace-ის სოლისტი, შვედი მომღერალი ჯენი ბერგრენი.

„სლავურ ბაზარზე" ყველაზე წარმატებული მომღერალი საქართველოდან იყო ანდრია გველესიანი, რომელმაც ფესტივალზე 2016 წელს მესამე ადგილი მოიპოვა. კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის ბავშვთა კონკურსი, რომელზეც საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიჭოშვილმა 2012 წელს გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0