თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პოპულარულ ავსტრალიელ მსახიობს დომენიკ პარსელს თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.
მსახიობი, რომელიც ცნობილია ლინკოლნ ბაროუზის როლით სერიალში „გაქცევა", საქართველოს თებერვლის შუა რიცხვებში ეწვია. პარსელმა მოინახულა თავისი ქართველი მეგობარი, მოდელი ლიკა ხაჭაპურიძე და ასევე თავისი დაბადების დღეც აქ აღნიშნა (მსახიობს 49 წელი შეუსრულდა).
თბილისში გასეირნების ორგანიზატორი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მისი ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პარსელს დაათვალიერებინეს ლეღვთახევის უბანი, ესაუბრნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე და ამ სფეროში დიდ პოტენციალზე. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ. ეს მარკეტინგული სვლა იმას უკავშირდება, რომ დომენიკის Instagram-ს 1,3 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
„დომენიკ პარსელი საქართველოდან ძალიან პოზიტური ემოციით დატვირთული მიდის, მას ძალიან მოწონს საქართველო. გამგზავრების შემდეგ, ვფიქრობ, ის ისაუბრებს იმ დადებითი ემოციების შესახებ, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობისას მიიღო", – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისში გასეირნებისას დომენიკს თან ახლდა მოდელი ლიკა ხაჭაპურიძე.
მსახიობის სამსახიობო კარიერა 1990-იან წლებში ავსტრალიის ტელევიზიაში დაიწყო. 2000 წელს აშშ-ში გადავიდა. ის გადაიღეს ისეთ ცნობილი ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში, როგორიცაა „შეუსრულებელი მისია 2", „ეკვილიბრიუმი". შემდეგ მიიწვიეს მთავარი როლის შესასრულებლად სატელევიზიო სერიალში „ჯონ დოუ".
ამის შემდეგ მთავარი ბოროტმოქმედის დრეიკის როლი შეასრულა ფილმში „ბლეიდი". 2005 წელს მიიღო ლინკოლნ ბაროუზის როლი ტელესერიალში „გაქცევა".
პარსელი განქორწინებულია. ჰყავს ოთხი შვილი. აქტიურად არის გატაცებული სერფინგით და თავისუფალ დროს მას უთმობს.